დავით მათიკაშვილი - კანონი, რომელიც გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, ვერ და არ იქნება ქვეყნის ევროპული გზისთვის შემაფერხებელი
დავით მათიკაშვილი - კანონი, რომელიც გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, ვერ და არ იქნება ქვეყნის ევროპული გზისთვის შემაფერხებელი

კანონი, რომელიც გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და უნდა შექმნას ჩვენი საზოგადოებისთვის ინფორმირებულობის მაღალი ხარისხი, ვერ იქნება და არ იქნება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისა და ევროპული გზისთვის რაიმე სახის შემაფერხებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას.

„მსგავსი განცხადებები ჩვენ აქამდეც მოგვისმენია, ჩვენ ასეთ განცხადებებს ვისმენდით, მაგალითად, სააკაშვილის პატიმრობასთან და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. საზოგადოებას ახსოვს 27 ქვეყნის წარმომადგენლების დემარში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა. ასევე, ახსოვთ მსგავსი კრიტიკული განცხადებები, რომელიც საქართველოს მიერ სანქციების არმიერთებას მოჰყვა, თუმცა ყველა ჯერზე ცხადდებოდა და საზოგადოებისთვის ნათელი ხდებოდა, რომ ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი და სწორი იმ გადაწყვეტილებაში, რომელსაც იღებდა. ამჟამადაც გამჭვირვალობის შესახებ კანონი მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხით საზოგადოების ინფორმირებულობას ენჯეოსექტორის შემოსავლებსა და ხარჯებზე და ის ხელს შეუწყობს ქვეყნის სუვერენიტეტს, რაც ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.