დავით მათიკაშვილი - გახარია-ხაზარაძე ერთმანეთს თაღლითებსა და თვალთხარიებს ეძახდნენ, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მზად არიან, დაპირისპირებასაც გადააბიჯონ, მაგრამ არჩევნებზე პასუხს მიიღებენ
დავით მათიკაშვილი - გახარია-ხაზარაძე ერთმანეთს თაღლითებსა და თვალთხარიებს ეძახდნენ, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მზად არიან, დაპირისპირებასაც გადააბიჯონ, მაგრამ არჩევნებზე პასუხს მიიღებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გახარია-ხაზარაძე მზად არიან, მათ შორის არსებულ დაპირისპირებასაც გადააბიჯონ.

მათიკაშვილმა საარჩევნოდ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე გააკეთა კომენტარი.

„გახარია-ხაზარაძე კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ მოიაზრებიან, თუმცა გვახსოვს მათ შორის არსებული დაპირისპირება, როცა ერთმანეთს თაღლითებსა და თვალთხარიებს ეძახდნენ. ოღონდ პოლიტიკურ პროცესებში წარმატებას მიაღწიონ, ოღონდ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ და დღეს მზად არიან, ყოფილ დაპირისპირებასაც გადააბიჯონ, მაგრამ მათ არაფერი გამოუვათ. ისინი არჩევნებზე პასუხს მიიღებენ, დამარცხდებიან“, – განუცხადა დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს.