დავით მათიკაშვილი - ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნაში უამრავი ტექნიკური შეუსაბამობაა
დავით მათიკაშვილი - ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნაში უამრავი ტექნიკური შეუსაბამობაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნაში უამრავი ტექნიკური შეუსაბამობაა.

„მნიშვნელოვანია შეფასებები, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთდა. პირველ რიგში, ძალიან დადებითად არის შეფასებული ის, რაც მოსამართლეთა არჩევის პროცესთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, არის კრიტიკაც, თუმცა არსებობს უამრავი ტექნიკური შეუსაბამობა დასკვნაში. ვფიქრობ, რომ ჯობია, კიდევ ერთხელ გაანალიზდეს დასკვნაში არსებული საკითხები იმ რეალობასთან, რომელიც იყო და რასაც საზოგადოება ადევნებდა თვალს. ნებისმიერ შემთხვევაში, მაღალ შეფასებას ვაძლევთ საერთაშორისო პარტნიორების შეხედულებებს, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ დასკვნაში ბევრი შეუსაბამობაა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს.