დავით მათიკაშვილი - ელენე ხოშტარია თავგამოდებით ცდილობს, ტყუილები შეასაღოს საზოგადოებას, სინამდვილეში, წარმატებით იდებს ჯიბეში რუსულ რუბლებს
ფულს რომ სუნი არ ასდის, ამის კარგი მაგალითია ელენე ხოშტარიას შემთხვევა, რომელიც თავგამოდებით ყალბად ცდილობს, ტყუილები შეასაღოს საზოგადოებას და რაღაც რუსულ კვალს ეძებს იქ, სადაც არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება შეაფასებს, რამდენად გულწრფელია ელენე ხოშტარია.
„სინამდვილეში, ის რუსულ რუბლებს წარმატებით იდებს ჯიბეში, რომელიც მოსკოვიდან ერიცხება. საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად გულწრფელია ელენე ხოშტარია და სინამდვილეში რა მიზნები ამოძრავებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“.