დავით მათიკაშვილი ეკა ბესელიას განცხადებას სისულელეს უწოდებს
დავით მათიკაშვილი ეკა ბესელიას განცხადებას სისულელეს უწოდებს

მსგავსი სისულელე არ მსმენია, კომედიურ ჟანრში გადავდივართ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პირების პირადი ცხოვრებით შანტაჟი ახლაც ხდება.

მათიკაშვილის შეფასებით, ეს არის სპექტაკლი და ეკა ბესელიამ უნდა თქვას, რაში სჭირდება ამაში მონაწილეობა.

„მსგავსი რამ ვერც იქნებოდა. ამ ტრაგიკომიკურ სპექტაკლში ვერ მივიღებ მონაწილეობას. თქვას ბესელიამ, თვითონ რაში სჭირდება, რადგან მსგავსი რამ არ მსმენია. სერიოზული კითხვები დამისვით“, – მიმართა დეპუტატმა ჟურნალისტებს.