დავით მათიკაშვილი - ბიძინა ივანიშვილი, პრაქტიკულად, უკვე დასანქცირებულია, მასა და ქართველ ხალხს სანქციებით ვერ დააშანტაჟებენ
დავით მათიკაშვილი - ბიძინა ივანიშვილი, პრაქტიკულად, უკვე დასანქცირებულია, მასა და ქართველ ხალხს სანქციებით ვერ დააშანტაჟებენ

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ, პრაქტიკულად, ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია. მას ორი მილიარდი გაყინული აქვს და, ფაქტობრივად, სანქციების ქვეშაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის სანქციებზე საუბარი არასერიოზულია.

„მასა და ქართველ ხალხს სანქციებით ვერ დააშანტაჟებენ. ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა არასერიოზულია. ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის სანქციებზე საუბარი არასერიოზულია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.