პოეტ დავით მაღრაძეს იტალიის რესპუბლიკის სოლიდარობის ორდენი გადასცეს.
პოეტს იტალიის პრეზიდენტის ჯილდო საქართველოში იტალიის ელჩმა, ანტონიო ენრიკო ბარტოლმა გადასცა.
„ჩემთვის ეს ჯილდო ძალიან საამაყოა, დიდი პატივია. რომი თავისი პოლიტიკური ძლევამოსილებით, ისტორიის კუთვნილებაა. ესთეტიკის სულიერების კულტურის თვალსაზრისით ვფიქრობ, დღესაც ლიდერობს სამყაროზე. ამ ქვეყნიდან ასეთ ჯილდოს მიღება, ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩემთვის, სამშობლოსთვისაც მნიშვნელოვანია”, – განაცხადა დავით მაღრაძემ.
როგორც საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლმა აღნიშნა, ეს ჯილდო დავით მაღრაძის შემოქმედებისა და ცხოვრებისეულ მოღვაწეობას აღნიშნავს.
„დავით მაღრაძე არა მხოლოდ დიდი პოეტი, არამედ გამორჩეული საზოგადო მოღვაწეცაა, რასაც ცხადყოფს მისი შემოქმდება, დათო ძალიან პოპულარულია იტალიაში, მას უყვარს ჩვენი ქვეყანა, რომელიც კულტურის აკვანია. დავით მაღრაძე იტალია-საქართველოს საზოგადოების პრეზიდენტია და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებში დიდი როლს თამაშობს”, – აღნიშნა ელჩმა.