თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტ დავით მაღრაძის წიგნის, „უსადაუროდ“ პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტ დავით მაღრაძის წიგნის, „უსადაუროდ“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტ დავით მაღრაძის წიგნის, „უსადაუროდ“ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც წიგნის ავტორი აცხადებს, ამ ნამუშევარში მთელი თავისი ცხოვრება გააერთიანა.

„წიგნს ჰქვია ძველი სათაური – ,,უსადაურო“. რასაც ვერ შეველიე, დღემდე რაც მიწერია, ამ ერთტომეულშია თავმოყრილი. ვეცადე, თავიდან ჩავრეულიყავი ჩემს ლექსებში. რაც არ დაექვემდებარა ჩემს დღევანდელ შალაშინს, შეველიე და აღარ შევიტანე, რასაც ვერ შეველიე, შევიტანე. მოკლედ, ჩემი მთელი განვლილი ცხოვრება ამ წიგნშია თავმოყრილი“, – განაცხადა მაღრაძემ.

პრეზენტაციას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები და პროფესორები ესწრებოდნენ.

„დღეს მართლაც ძალიან სიმბოლური დღეა, როდესაც აღდგა 93-ე აუდიტორია. ეს იყო თავისუფლების სივრცე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ბევრი თაობა პოეტების, პროზაიკოსების, მწერლების მოდიოდა და იზრდებოდა. დავით მაღრაძე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური 93-ელი იყო. იმედი გვაქვს, რომ გარემო, რომლიც არსებობდა 93-ე აუდიტორიაში, აღდგება ამ კედლებში, იქნება არა მხოლოდ ერთი დღე, არამედ სტაბილურად გავაგრძელებთ შეხვედრებს“, – განაცხადა დავით შარვაშიძემ.

ღონისძიების ორგანიზატორი, თსუ-ს ლიტერატურული წრე 93-ე აუდიტორიაა, რომელიც უნივერსიტეტში 2018 წელს აღდგა. ათეული წლების განმავლობაში სწორედ ამ აუდიტორიაში იმართებოდა ახალგაზრდა მწერალთა შეხვედრა-დისკუსიები.