დავით მაღრაძე - საქართველოში საფრთხის შემცველი უფრო სხვა ტენდენციებია, თუნდაც ის, რომ ეროვნება დანაშაულთან იგივდება
დავით მაღრაძე - საქართველოში საფრთხის შემცველი უფრო სხვა ტენდენციებია, თუნდაც ის, რომ ეროვნება დანაშაულთან იგივდება

პირადად მე რუსი ტურისტების შემოდინებას საგანგაშოდ არ მივიჩნევ, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც დავით მაღრაძემ აღნიშნა, რუსი ტურისტები ქვეყანაში ისედაც შემოდიოდნენ, მაგრამ ახლა ვიღაცები საფრთხეს ხედავენ არასანქცირებული ავიაკომპანიების შემოსვლაზეც, რაშიც, მაღრაძის განცხადებით, საფრთხეს ვერ ხედავს.

„საქართველოში, და არა მარტო საქართველოში, საფრთხის შემცველი უფრო სხვა ტენდენციებია, თუნდაც ის, რომ ეროვნება დანაშაულთან იგივდება. რუსობა, როგორც ასეთი, დანაშაულად მიაჩნიათ. გასაგებია, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებას საოკუპაციო პოლიტიკა აქვს, მაგრამ ამის მთელ ერზე გავრცელებას არ ვემხრობი. მეტი თვალსაჩინოებისთვის, რუსის ნაცვლად სხვა ეროვნების ადამიანი, თუნდაც ებრაელი, ჩავსვათ და ისტორიის მკაფიო, შემზარავი ეპიზოდებიდან მივხვდებით, რამდენად საფრთხის შემცველია ეროვნულობის დანაშაულად მიჩნევა, როდესაც ადამიანი სახეს კარგავს“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.