დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს
დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

კირკიტაძის ადვოკატი ალექსანდრე მგელაძე აცხადებს, რომ გურჯაანის სასამართლო მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კირკიტაძის პატიმრობაში დატოვების შესახებ უკანონო და დაუსაბუთებელია. დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოსგან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.

მიიღებს თუ არა წარმოებაში კირკიტაძის ადვოკატის საჩივარს, სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 72 საათი აქვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.  მას ბრალი გუშინ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. მას 20 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.