დავით კირკიტაძე განმარტავს, რატომ გაუქმდა დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას დაგეგმილი აქციები
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე განმარტავს, თუ რა მიზეზით გაუქმდა შუადღისით სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილი რამდენიმე აქცია.
კირკიტაძის თქმით, უფრო მწვავე პროტესტის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც შიმშილობის დაწყებას უკავშირდება.
„დღეს უნდა გამართულიყო სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა ტიპის აქცია, მაგრამ ჩვენ მივიღეთ უფრო მწვავე პროტესტის გადაწყვეტილება და გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს. ასევე, პარლამენტის სხვა წევრები, რომლებმაც გამოაცხადეს მწვავე პროტესტი და შიმშილობა, უნდა ვყოფილიყავით სხვადასხვა ლოკაციაზე და, ბუნებრივია, ამან გამოიწვია შუადღის რამდენიმე აქციის გადადება“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.
მისივე თქმით, საღამოს შვიდ საათზე პარლამენტთან აქცია ჩატარდება.
„საღამოს შვიდ საათზე საქართველოს პარლამენტთან აქცია მაინც ჩატარდება. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას იქედან გამომდინარე, რომ არც ერთი არ დავტოვებთ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
შეგახსენებთ, ცხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.