დავით კირკიტაძე - დღევანდელი სამუშაო შეხვედრა განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს, საბოლოო შეფასებისთვის საჭიროა, ფორმატებმა თავისი თავი ამოწუროს
დავით კირკიტაძე - დღევანდელი სამუშაო შეხვედრა განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს, საბოლოო შეფასებისთვის საჭიროა, ფორმატებმა თავისი თავი ამოწუროს

დღევანდელი სამუშაო შეხვედრა განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს, საბოლოო შეფასებისთვის საჭიროა, ფორმატებმა თავისი თავი ამოწუროს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

კირკიტაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ გარკვეული სამუშაოების შესრულება უწევს, რადგან ეს ყველაფერი ევროპელი პარტნიორების მოთხოვნაა.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. დღევანდელმა შეხვედრამ განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველი არ მომცა, თუმცა იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ევროპელი პარტნიორების მოთხოვნაა, „ქართულ ოცნებას“ გარკვეული სამუშაოების შესრულება უწევს. ფრთხილი ოპტიმიზმით დაველოდოთ. სიტყვა „იმედგაცრუებას“ არ გამოვიყენებდი, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს შეხვედრა ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს. საჭიროა, ფორმატებმა თავისი თავი ამოწუროს და საბოლოო შეფასება ასე გავაკეთოთ“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.