დავით კეზერაშვილის საქმეზე დღეს მისი დაცვის წევრი და მძღოლი დაიკითხებიან
დავით კეზერაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე დღეს დაცვის მხარის ორი მოწმე – კეზერაშვილის დაცვის წევრი და მძღოლი დაიკითხებიან.
როგორც ადვოკატები აცხადებენ, მოწმეები დაადასტურებენ, რომ დავით კეზერაშვილს ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის წილები არ მიუტაცებია.
ბექა ბასილაიას განმარტებით, კეზერაშვილმა ნიჟარაძისგან ორი კომპანიის წილი, დაახლოებით, 6 მილიონ ლარად შეიძინა.
დავით კეზერაშვილს საქართველოს პროკურატურა დიდი ოდენობით თანხების გამოძალვას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, კეზერაშვილმა, იძულების წესით, ბიზნესმენს ორი კომპანიის წილები დაათმობინა.
ბრალდებულის სასამართლო პროცესები 2015 წლიდან მიმდინარეობს.