დავით კეზერაშვილის საქმეზე ჩვენება შესაძლოა, იურისტმა რატი ჭელიძემ მისცეს
დავით კეზერაშვილის საქმეზე ჩვენება შესაძლოა, იურისტმა რატი ჭელიძემ მისცეს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმეზე შესაძლოა, ჩვენება ერთ-ერთმა იურისტმა, რატი ჭელიძემ მისცეს. საქალაქო სასამართლოში სხდომაზე მისი ჩვენების მოსმენას „სკაიპის“ მეშვეობით უზრუნველყოფენ. ის დაცვის მიერ წარმოდგენილი მოწმე იქნება.

როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, რატი ჭელიძემ რამდენიმე ხელშეკრულების შესახებ უნდა ისაუბრობს. ამ საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ქონების იძულებით ჩამორთმევა ედება ბრალად. სისხლის სამართლის პასუხისგებაში ის გამოძალვის ბრალდებით მისცეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, ცდილობდა ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული. იმ პერიოდში, ამ ბიზნესის მესაკუთრეები იყვნენ მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები. კერძოდ, თამაზ ნიჟარაძე და ზურაბ ნიჟარაძე ფლობდნენ კომპანია „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“-ს, რომელიც 2002 წლიდან, სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეწეოდა ნავთობპროდუქტების გემებიდან რკინიგზის ვაგონებში გადატვირთვას. ხელშეკრულების მოქმედების ვადას კი წარმოადგენდა 10 წელი. გამოძიების ინფორმაციით, საბოლოოდ ეს ბიზნესი კეზერაშვილის მუქარის საფუძველზე ნიჟარაძეებმა მის სასარგებლოდ დათმეს.

გამოძიება 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.