დავით კაჭარავა - გვინდა, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და გააკეთოს ანალიზი, თავად მიხვდეს, საით გვექაჩებიან
დავით კაჭარავა - გვინდა, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და გააკეთოს ანალიზი, თავად მიხვდეს, საით გვექაჩებიან

შეუძლებელია, თან მოგვიწოდებდნენ პოლარიზაციის დასრულებისკენ და თან ყველაზე რადიკალურ ძალებს აფინანსებდნენ, ხომ არ შეიძლება, დასავლელი პარტნიორები ყველაზე მჭიდრო კავშირში იყვნენ ყველაზე რადიკალურ ოპოზიციონერ დეპუტატებთან, რომლებიც ყველაზე მეტად აღვივებენ პოლარიზაციას, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ განაცხადა.

დავით კაჭარავა „ხალხის ძალის“ დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სურთ, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ, „რათა თავად გააკეთონ ანალიზი, საით გვექაჩებიან“.

„შეუძლებელია, ერთდროულად თან მოგვიწოდებდნენ პოლარიზაციის დასრულებისკენ და თან ყველაზე რადიკალურ ძალებს აფინანსებდნენ პირდაპირი მიმართულებით. „დროა“ და „სირცხვილია“ მყავს მხედველობაში. ასევე შეუძლებელია, ევროკომისია გაძლევდეს უმაღლეს შეფასებას სამ ქვეყანას შორის და, მეორე მხრივ, არასამართლიანად არ გაძლევდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მაშინ როდესაც სტატუსს აძლევს მოლდოვას, რომელიც დსთ-შიც კი არის ამ წუთისთვის. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას ჩვენ ვაძლევთ შანსს, რომ ეს ყველაფერი კონკრეტული ფაქტებით დაინახონ, გააკეთონ ანალიზი, თუ როგორ მოქმედებს „ომის პარტია“ და მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, რატომ არის ეს რადიკალური მხარე გააქტიურებული. ხომ არ შეიძლება, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველაზე მჭიდრო კავშირში იყვნენ ყველაზე რადიკალურ ოპოზიციონერ დეპუტატებთან, რომლებიც ყველაზე მეტად აღვივებენ საქართველოში პოლარიზაციას. არა მხოლოდ დეპუტატები, არამედ მათი ოჯახის წევრები, და საზოგადოებაში თუ ვინმე განსხვავებულ აზრს დააფიქსირებს, მასობრივი შეტევაა დაგეგმილი, რაც მიუღებელია, ჩვენს ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს. ეს არ არის, პირველ რიგში, ქართული ფასეულობების მატარებელი და არც იმ დასავლური ფასეულობების მატარებელი, რომლისკენაც ყველა მივიღწვით“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.