„დავით გარეჯის დაცვის კომიტეტის“ წევრებმა აზერბაიჯანის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს
„დავით გარეჯის დაცვის კომიტეტის“ წევრებმა თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან საპროტესტო გამართეს.
აქციის მონაწილეებმა დავით გარეჯის ტერიტორიიდან აზერბაიჯანელი სამხედროების გაყვანა მოითხოვეს. ამ მოთხოვნით საელჩოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სახელზე წერილიც შეიტანეს.
როგორც აქციის ორგანიზატორმა ნიკოლოზ მჟავანაძემ აღნიშნა, ერთი წელია, აზერბაიჯანს დავით გარეჯში ქართული სიწმინდეები აქვს დაკავებული და არ უშვებენ მომლოცველებს.
მისივე თქმით, არ შესრულდა გახარია – ალიევს შორის მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ტერიტორიაზე უნდა შესულიყვნენ სასულიერო პირები.