დავით ჭიჭინაძე - ვფიქრობ, დროა პარლამენტს დავუხუროთ უფლებამოსილების ვადა და დავნიშნოთ ვადამდელი არჩევნები
დავით ჭიჭინაძე - ვფიქრობ, დროა პარლამენტს დავუხუროთ უფლებამოსილების ვადა და დავნიშნოთ ვადამდელი არჩევნები

ვფიქრობ, დროა პარლამენტს დავუხუროთ თავისი უფლებამოსილების ვადა და დავნიშნოთ ვადამდელი არჩევნები ,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძის თქმით, მთავრობის წევრები საერთოდ აღარავის წინაშე თავს ვალდებულებად არ თვლიან.

დავით ჭიჭინაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის კომიტეტის სხდომაზე მიუსვლელობას გამოეხმაურა.

„ეტყობა, გახარია იმდენად ცარიელი ადგილია, რომ ივანე მაჭავარიანსაც ვეღარ აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, საერთოდ ყველაფერი ფორმალობად იქცა. მაჭავარიანთან მიმართებაში რა კითხვები უნდა გვქონდეს, ადამიანმა, რომელმაც პირდაპირ ჟურნალისტებს უთხრა, დამიმტკიცეთო, რომ მთავარი პროკურორი ესწრებოდაო, ხომ დაუმტკიცეს რომ ესწრებოდა იმ საქმის გარჩევას. რეაქცია რა არის? მაგ ადამიანს ეტყობა აერია საერთოდ სად იმყოფება, ვიღაცებს ეძველბიჭება. თუ ძველბიჭობა და ბლატაობა უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, როცა სიტყვას არ ასრულებს, იმას ჭრელ საროჩკას აცმევენ და რა სახელი ჰქვია, ზოგადად ის უნდა დავარქვათ მაშინ, ეგეთ ადამიანებს თავისი ადგილი აქვთ. მაგრამ, როგორც ვატყობ, მთელი მთავრობა უსიტყვო ადამიანებად იქცა. ტრაქტორი მოიპარეს საბაჟო ტერმინალიდან. ეს ხომ არ არის არც ყალბი დღგ ყალბი საბუთებით. გამაგებინეთ, ტრაქტორი როგორ უნდა გავიდეს ერთი ცენტრალური გასასვლელიდან განუბაჟებლად. თან თარიღს გვეუბნებიან 2 თებერვალს გავიდაო. თუ იცი, რომ 2 თებერვალს გავიდა, მაშინ ისიც ხომ უნდა იცოდე, ვინ გაიყვანა. ამიტომ აბსოლუტურად ყველაფერი მორღვეულია. ეს ადამიანები არა მარტო ოპოზიციის, უმრავლესობის დეპუტატების, საერთოდ აღარავის წინაშე თავს ვალდებულებად არ თვლიან, ერთადერთი ადამიანის, ბატონი ივანიშვილის წინაშე არიან ვალდებულები.

ვფიქრობ, ალბათ საჭიროა დიდი ბოქლომი დავადოთ ამ პარლამენტს. ხელფასებსაც ტყუილად ვიღებთ, საწვავსაც ტყუილად ვწვავთ, გათბობა, ელექტროენერგია მიდის, იქნებ იმ ადამიანებს გადავუნაწილოთ, ვისაც დღეს სამწუხაროდ ძალიან უჭირს სოციალურად, რადგან ამ პარლამენტის როლი და ფუნქცია დღევანდელ ჩვენს სახელმწიფოში დასულია ნულამდე.

ყველანი ელოდებიან, როდის დამთავრდება, როდის დაინიშნება ახალი არჩევნები. რატომ? როგორ შეიძლება ერთი წელიწადი პარლამენტი ამ რეჟიმში მუშაობდეს, რომ თავისი ვადის დასრულებას ელოდებოდეს, ოთხი წლით ირჩევა, გამაოგნებელი რაღაცებიც კი მოვისმინე. თურმე ამ პარლამენტში ისეთი ავტორიტეტული დეპუტატები ყოფილან,ისეთი მეამბოხე დეპუტატები, რომლებიც ივანიშვილს აუყირავდნენ. ერთი რამე არ მესმის,ივანიშვილს კი არ უნდა აუყირავდნენ, ხალხის ინტერესები უნდა დაიცვან,თორემ არც არავინ თხოვს. თუ ივანიშვილს ხალხი ირჩევს,მაშინ, რა თქმა უნდა, ინტერესები უნდა ემთხვეოდეს, მაგრამ სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ ინტერესები და ქართველი ხალხის ინტერესები დიდი ხანია, ერთმანეთს აცდა. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ვფიქრობ, ჩვენთვის იქნებოდა შეურაცხყოფა ივანე მაჭავარიანთან ჯდომა და რამეზე საუბარი. ამ კომიტეტის შეურაცხყოფაა, როდესაც უკვე ასეთ მინისტრებს უნდა ველაპარაკოთ. და საერთოდ, ვფიქრობ, ალბათ დროა გამოვაცხადოთ, ამ პარლამენტს მართლა დავუხუროთ თავისი უფლებამოსილების ვადა და დავნიშნოთ ვადამდელი არჩევნები. ასე ცხოვრება, ასეთი პარლამენტით და ასეთი მთავრობით ნამდვილად აღარ შეიძლება “ ,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.