ივანე მაჭავარიანი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივა
ივანე მაჭავარიანი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დღეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივა. ამის შესახებ მან კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას აცნობა.

„უნდა გაცნობოთ, რომ ბატონი ფინანსთა მინისტრი მობრძანებას არ აპირებს. მასთან მე დილით მქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე, განემარტა მიზეზები. ის რჩება მის მიერ მოწერილ წერილში გამოთქმული მოსაზრებების ერთგული, რომ თანახმაა, მოვიდეს სესიაზე და იქ ახსნას ყველა საკითხი, თუ დარჩება კითხვები, თანახმაა, რომ კომიტეტზეც მოვიდეს. მე მქონდა მასთან კომუნიკაცია, რათა დამერწმუნებინა, რომ გადაწყვეტილება რეგლამენტის სასარგებლოდ მიეღო, რადგან ვფიქრობ, ეს იყო მნიშვნელოვანი. არგუმენტი ადამიანურად გასაგებია, თუმცა ვფიქრობდი, რეგლამენტი უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ის რჩება თავის პოზიციაზე. მე ვხელმძღვანელობდი რეგლამენტით და გავაგრძელებ ასე. რეგლამენტი რეაგირების რა მოცემულობასაც ქმნის, ვფიქრობ, კომიტეტის ყველაფერს ზუსტად ისე გააკეთებს. ამ რეაგირებაში რას ვგულისხმობ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან ერთად ჩამოვყალიბდებით, რა ტიპის რეაგირება უნდა მოყვეს ასეთი ტიპის საკითხების გაგრძელებას“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

დარგობრივი კომიტეტის კომიტეტზე ივანე მაჭავარიანის მისვლა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენლებმა მოითხოვეს.