დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს
დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

მისი თქმით, წარმოდგენილი ვარიანტი არ არის ის, რასაც ხალხი ითხოვდა.

„მე 2019 წლის ნოემბერში დავუჭირე მხარი პროპორციულზე გადასვლას, რადგან ეს იყო ხალხის მოთხოვნა და ხალხის მონაპოვარი, მაგრამ იმის შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა, ამ მოლაპარაკებებში ხალხი არ მონაწილეობდა, ეს უკვე პირადად ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების სავაჭრო თემა იყო. აქედან გამომდინარე, მე არ ვთვლი, რომ რასაც ესენი ვაჭრობენ, ის ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მისაღებია.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, მე ყოველთვის ვიყავი მომხრე შერეული საარჩევნო სისტემის. 8 მარტის ხელშეკრულების არც მხარდამჭერი ვიყავი, არც მონაწილეობა მიმიღია და ვთვლი, რომ ხალხის ზურგს უკან მიმდინარე გარიგებებს მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. რაც არის სისტემა, ეს სისტემა ვფიქრობ, რომ მისაღებია, აქამდე თუ ვიყავით დემოკრატიული ქვეყანაა, არ მგონია, რომ თუ მაგას არ მივიღებთ, გავხდებით უცებ ტოტალიტარული ქვეყანა“,- აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა 4 ივნისს დაიწყება.