დავით ბაქრაძე - საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია, „ევროპული საქართველო“ კონსულტაციებისთვის მზად ვართ
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე საერთო მჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ ოლქების დიდ ნაწილში და პირველ რიგში თბილისში, საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია.
„მინდა, გამოვეხმაურო ბატონი შალვა ნათელაშვილის დღევანდელ ინიციატივას ოპოზიციური პარტიების შეკრებასთან და საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით. მინდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირო „ევროპული საქართველოს“ პოზიცია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება ოლქების დიდ ნაწილში და პირველ რიგში თბილისში არის საკვანძო ელემენტი ოპოზიცის გამარჯვებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
ამიტომ მთლიანად მხარს ვუჭერთ და მზად ვართ კონსულტაციებისთვის, ოღონდ არა ზოგადი კონსულტაციიისთვის, მზად ვართ, შევიკრიბოთ და კონკრეტულად უხლოეს დღეებში შევთანხმდეთ იმაზე, თუ ვინ იქნებიან ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები პირველ ეტაპზე თბილისში და შემდეგ გაგრძელდეს საუბარი თბილისის გარეთაც.
ჩვენ ამის მზადყოფნას ვადასტურებთ, საზოგადოებამ მოისმინა განსვავებული პოზიციები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან, მათ შორის საუბარი იმაზე, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ამ ეტაპზე არ აპირებს მონაწილეობას, მათ შორის საუბარია იმაზე, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისთვის მეორე ტურში თანამშრომლობა არის საკმარისი, მიგვაჩნია, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ძალიან მკაფიო ამ საკითხში და ნებისმიერი განსხვავებულობა ზრდის ხელისუფლების შანსებს.
ამიტომ ჩვენი პოზიცია არის მკაიფო – აუცილებელია შეთანხმება საერთო კანდიდატებზე. ჩვენ მზად ვართ ასეთი შეთანხმებისთვის და „ევროპული საქართველო“ ადასტურებს მზადყოფნას დღესვე, ხვალვე დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, საზოგადოებას ვაცნობოთ შეთანხებული კანდიდატები, ვიმეორებ, პირველ როგში თბილისში შეთანხმებული კანდიდატები“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შალვა ნათელაშვილმა დღეს განაცხადა, რომ 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციის განსაკუთრებულ ყურადღებასა და ერთიანობას მოითხოვს. მისივე განმარტებით, პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება და ყველაფერი გაკეთდება, რათა უმრავლეს ოლქებში საერთო კანდატები შეარჩიონ.