შალვა ნათელაშვილი - გიორგი ვაშაძე ნიჭიერი, ახალგაზრდა რეფორმატორი ლიდერია, მას მაჟორიტარ დეპუტატად დავუჭერ მხარს
შალვა ნათელაშვილი - გიორგი ვაშაძე ნიჭიერი, ახალგაზრდა რეფორმატორი ლიდერია, მას მაჟორიტარ დეპუტატად დავუჭერ მხარს

ყველა საფუძველი გაქვს იმის, რომ შემოდგომაზე საქართველოში გაზაფხული დავაყენოთ,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციის განსაკუთრებულ ყურადღებასა და ერთიანობას მოითხოვს.

„არც ისაა დასამალი, რომ ხშირად ერთ პარტიაში ჭირს კანდიდატურების შერჩევა, სიების შედგენა, არ არის საუბარი 30-40 პოლიტიკურ პარტიაზე, საიდანაც უმრავლესობას ინტერესები აქვს, მათ შორის მაჟორიტარულ ოლქებზე, მაგრამ მე დარწუნებული ვარ, რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს უყვართ საქართველო და არა საკუთარი მდომარეობა საქართველოში“,- განაცხადა ნათელაშვილმა.

მისივე განმარტებით, პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება და ყველაფერი გაკეთდება, რათა უმრავლეს ოლქებში საერთო კანდატები შეარჩიონ.

„რაც ოლიგარქიული რეჟიმის გარანტირებული დამარცხებაა და მიხარია, რომ ჩემი პოლიტიკური კოლეგები ამას შესანიშნავად აცნობიერებენ.

პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება, ამიტომ დათმობა ყველას გვევალება. ზოგ პარტიას ძალიან ბევრი კანდიდატი ჰყავს მაჟორიტარულ ოლქში, სახეები ყავთ, რომლებიც 4-5 ჯერ არიან არჩეულები მაჟორიტარულ ოლქში. ძალიან გაუძნელდება ნებისმიერი პარტიის ლიდერს, მათ შორის მეც, ასეთი ადამიანი დავარწმუნო, რომ აღარ იყაროს კენჭი იმ საერთო მიზნებისთვის“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა და დასძინა, რომ გიორგი ვაშაძეს მხარს დაუჭერდა მაჟორიტარ დეპუტატად.

„ბატონი გიორგი ვაშაძე ნიჭიერი, ახალგაზრდა რეფორმატორი ლიდერია, დადებითი დამოკიდებულება მაქვს, მე მას დავუჭერ მხარს მაჟორიტარ დეპუტატად. ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვს იმის უფლება, რომ სადაც უნდა დაასახელოს საკუთარი კანდიდატურა“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დატოვე კომენტარი