დავით ბაქრაძე - ოპოზიციურ პარტიებს შორის ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, ბოიკოტთან დაკავშირებით პოზიცია მყარია
დავით ბაქრაძე - ოპოზიციურ პარტიებს შორის ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, ბოიკოტთან დაკავშირებით პოზიცია მყარია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

მისი თქმით, ბოიკოტთან დაკავშირებით ძალიან მყარი პოზიცია აქვთ.

„იყო ჩვეულებრივი კონსულტაციები, როგორიც მიმდინარეობს ოპოზიციურ პარტიებს შორის, რა იქნება ჩვენი პოზიცია მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე და ტაქტიკურად როგორ აგრძელებს ოპოზიცია მუშაობას და კოორდინირებას. დანარჩენი პოზიციებში ცვლილებები არ არის, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ბევრი რამეა დასაგეგმი, მათ შორის ორგანიზაციულად დასაგეგმია ჩვენი აქცია, რომელიც ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ორგანიზაციულად დასაგეგმია მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის მომზადება და საერთო ოპოზიციური მიდგომა. ამიტომ ძალიან ბევრი საერთო სასაუბრო საკითხია და ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა, როგორიც პრაქტიკულად ყოველდღე, დღეში რამდენიმე იმართება“, – აღნიშნა ბაქრაძემ.