დავით არახამია - ვიცით, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიებია და ესეც მოსაგვარებელია, ეს უნდა გააკეთოს ახალმა ხელისუფლებამ საქართველოში
უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, ქართველებმა არჩევნებზე უნდა შეცვალონ ხელისუფლება და ეს უკვე რადიკალურად შეცვლის სიტუაციას.
არახამიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა შექმნის პრობლემებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ამასთან, დავით არახამია ამბობს, რომ უკრაინაში ომი წარმატებით დამთავრდება და რუსეთს არ ექნება დიდი არჩევანი იმისა, რომ გააგრძელოს იგივე პოლიტიკა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით.
„ვიცით, რომ ეს ტერიტორიები საქართველოსია და ესეც მოსაგვარებელია. ეს უნდა გააკეთოს ახალმა ხელისუფლებამ საქართველოში“, – განაცხადა დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.