დავით არახამია - პირველ რიგში, ივანიშვილს ვურტყამთ ფინანსებზე, ეს ჩვენ ამერიკელებისგან ვისწავლეთ, ამის შემდეგ იერიშს მივიტანთ თავად ივანიშვილზე
ბიძინა ივანიშვილის მთელი გარემოცვა დღეს პრეზიდენტის ბრძანებით დასანქცირდა, უახლოეს მომავალში იმედი მაქვს, რომ ქართული მედიაც გამოაქვეყნებს ივანიშვილის სანქცირებული მოლარეების გვარებს, – ამის შესახებ უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიამ „ტვ პირველს“ განუცხადა.
დავით არახამიამ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის დასანქცირებაზე.
„სალამი ქართველ ხალხს. მე როგორც დაგპირდით, ვაგრძელებ მუშაობას ქართველი ოლიგარქების დასანქცირებაზე, რომლებიც ხელს უშლიან თავისუფალ საქართველოს, შეუერთდნენ ევროკავშირს. ბიძინა ივანიშვილის მთელი გარემოცვა დღეს პრეზიდენტის ბრძანებით დასანქცირდა, უახლოეს მომავალში იმედი მაქვს, რომ ქართული მედიაც გამოაქვეყნებს ივანიშვილის სანქცირებული მოლარეების გვარებს. პირველ რიგში მას ვურტყამთ ფინანსებზე, ეს ჩვენ ამერიკელებისგან ვისწავლეთ და ამის შემდეგ იერიშს მივიტანთ თავად ივანიშვილზე. იმედი მაქვს, ეს კარგი ამბავი არის თავისუფალი საქართველოსთვის“, – განაცხადა არახამიამ.