დავით არახამია - ერთი მილიონი დოლარის პრემიას გადავიხდით გატაცებულ ან ნაალაფარ თვითმფრინავში, პროგრამაში ჩართულ რუს მფრინავებს უზრუნველვყოფთ თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეობით
დავით არახამია - ერთი მილიონი დოლარის პრემიას გადავიხდით გატაცებულ ან ნაალაფარ თვითმფრინავში, პროგრამაში ჩართულ რუს მფრინავებს უზრუნველვყოფთ თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეობით

რადაში უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერი დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის სახელმწიფო სამრეწველო-თავდაცვითი კონცერნი მზად არის, ერთი მილიონი დოლარი გადაიხადოს სამხედრო თვითმფრინავების სანაცვლოდ.

„სახელმწიფო კონცერნი „უკრობორონპრომი“ მზად არის, ერთი მილიონი დოლარის ოდენობის პრემია გადაიხადოს გატაცებული ან ნაალაფარი თვითმფრინავისთვის. ასევე, განაგრძობს მოქმედებას პროგრამა, რომელიც მუშა მდგომარეობაში გატაცებული ვერტმფრენისთვის 500 ათას დოლარს ითვალისწინებს.

რუსი მფრინავებისთვის, რომლებიც მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში, უზრუნველვყოფთ თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეობის გაცემას“, – წერს დავით არახამია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.