ბუბა დაუშვილი კარიერას ისევ უნგრეთში გააგრძელებს. 29 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი სომბატჰეის „ჰალადაშთან“
გააფორმა.
როგორც შევიტყვეთ, ქართველ ნახევარმცველს ახალ კლუბთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე აკავშირებს. დაუშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 29 მატჩი ჩაატარა, ბოლოს „სამტრედიაში“ გამოდიოდა და ბოლოს მისი კაპიტანი გახლდათ. მაგრამ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და ზაფხულის მერე უგუნდოდ დარჩა. ბუბა ფორმის შესანარჩუნებლად „საბურთალოში“ ვარჯიშობდა და გუნდში მის ჩარიცხვაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ უცხოეთში წასვლა ამჯობინა.
ბუბა დაუშვილი უნგრეთში 2016-17 წლებშიც თამაშობდა – მაშინ „დიოშდიორის“ მოთამაშე იყო. „ჰალადაში“ კი უნგრეთის ჩემპიონატის აუტსაიდერია და 10 მატჩში დაგროვებული 5 ქულით ბოლო, მე-12 ადგილზეა.