გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, მაგრამ მოედანი ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის პირველ დივიზიონში მორიგი გოლი გაიტანა და „აპოელს“ საკუთარ მოედანზე „აპოლონის“ დამარცხებაში (3:1) დაეხმარა, მაგრამ თავად ტრავმის გამო ნაადრევად შეცვალეს.
კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრაში „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ქვილითაია იყო და ნიქოზიელებს კაპიტნობდა, მურთაზ დაუშვილი და ლაშა დვალი კი სათადარიგოთა შორის იყვნენ.
პირველი ნახევარი „აპოლონმა“ მოიგო – გოლი მე-3 წუთზე იოანის პიტასმა გაიტანა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა წონასწორობა მალე აღადგინეს. სტუმართა კარში დანიშნული პენალტი გიორგი ქვილითაიამ დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა – 1:1.
სამწუხაროდ, 54-ე წუთზე გიორგი დაეცა, წამოდგომა ვერ მოახერხა და ექიმების დახმარება მოითხოვა. ქვილითაიამ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, „აპოელის“ ქართველი თავდამსხმელი ზურგის ტრავმამ შეაწუხა.
76-ე წუთზე ნდონგალამ „აპოლონს“ მეორე გოლიც გაუტანა, არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე კი „აპოელმა“ მესამედაც აიღო მეტოქის კარი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 3:1.
22 ტურის შემდეგ „აპოელი“ 49 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერთან, ლარნაკას აეკ-თან (50) ჩამორჩენა მინმუმამდე შეამცირა.