კვიპროსის ჩემპიონატში ქართველების „აპოელმა“ დერბი ფრედ დაასრულა #1TVSPORT
კვიპროსის ჩემპიონატში ქართველების „აპოელმა“ დერბი ფრედ დაასრულა #1TVSPORT

კვიპროსის პირველი დივიზიონის საჩემპიონო ექვსეულის ჯგუფში ტურის მატჩი გამართა ქართული სამეულის „აპოელმა“, რომელიც ნიქოზიის „ომონიას“ ესტუმრა და დერბიში მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1.

აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში ქართველებიდან მხოლოდ გუნდის კაპიტანი გიორგი ქვილითაია იყო და 79 წუთი ითამაშა, მოედანზე ბოლო წუთებზე გამოჩნდნენ ლაშა დვალი (85) და ბუბა დაუშვილი (90+5).

44-ე წუთზე კრესპოს გოლით „აპოელი“ დაწინაურდა, მაგრამ 85-ე წუთზე „ომონიამპანაგიტუს ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

აპოელმა“ 60 ქულა დააგროვა და კვიპროსის პირველი დივიზიონის საჩემპიონო ექვსეულის ლიდერია, მაგრამ ქართველების გუნდს, შესაძლოა, ლარნაკას „აეკი“ (57) დაეწიოს, რომელსაც ტურის მატჩი ჯერ არ უთამაშია.