ოქრიაშვილი და ქვილითაია განაცხადში არ იყვნენ - „აპოელში“ მხოლოდ დაუშვილმა ითამაშა #1TVSPORT
ოქრიაშვილი და ქვილითაია განაცხადში არ იყვნენ - „აპოელში“ მხოლოდ დაუშვილმა ითამაშა #1TVSPORT

აპოელმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 მატჩში „პაფოსს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა. ქართველებიდან მოედანზე მხოლოდ მურთაზ დაუშვილი იყო.

32 წლის ნახევარმცველმა ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნება მოახერხა – თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო. დისკვალიფიცირებული იყო თორნიკე ოქრიაშვილი. „აპოელის“ მთავარი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია, გამოცემა „ბალას“ ცნობით, მატჩს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებდა.

„აპოელი“ „ტვიტერში“ იტყობინებოდა, რომ შაბათს ჩატარებულმა ნიმუშმა კორონავირუსის შემთხვევა გამოავლინა. მაგრამ კონკრეტული გვარები არ დასახელებულა.

რაც შეეხება შეხვედრას, მთავარი ამბები ბოლო 12 წუთში მოხდა. „აპოელი“ 79-ე წუთზე ლეო ნატელიმ პენალტით დააწინაურა, მაგრამ 88-ე წუთზე დუგლას აურელიომ წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

12 ტურის შემდეგ „აპოელი“ 15 ქულით მე-7 ადგილზეა. ქართველების გუნდს მატჩი მარაგში აქვს და მოგების შემთხვევაში მე-4 ადგილზე დაწინაურდება.