ფრე უხერხულ მეტოქესთან - „აპოელი“ „პაფოსს“ დაუზავდა #1TVSPORT
ფრე უხერხულ მეტოქესთან - „აპოელი“ „პაფოსს“ დაუზავდა #1TVSPORT

ქართული სამეულის (გიორგი ქვილითაია, ბუბა დაუშვილი, ლაშა დვალი) „აპოელი“ კვიპროსის პირველ დივიზიონში ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს, „პაფოსს“ დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

საჩემპიონო ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა „აპოელმა“ საკუთარ მოედანზე გამართა. ნიქოზიელების ძირთად შემადგენლობაში იყვნენ მურთაზ დაუშვილი (46-ე წუთზე შეცვალეს) და გიორგი ქვილითაია (გააფრთხილეს), ხოლო ლაშა დვალი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ თავდამსხმელებს სიზუსტე დააკლდათ, მეკარეებმაც კარგად ითამაშეს და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაინაწილეს – 0:0.

„აპოელმა“ საჩემპიონო ჯგუფში ზედიზედ მეორე მატჩი დაასრულა ფრედ. ამის მიუხედავად, 61 ქულით პირველ ადგილზეა და მისმა კონკურენტმა, ლარნაკას აეკ-მა ტურის მატჩი (57 ქულა) რომც მოიგოს, მაინც ვერ დაეწევა.