აპოელ-მა სტუმრად მოიგო და ლიდერობა შეინარჩუნა - სამივე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა #1TVSPORT
აპოელ-მა სტუმრად მოიგო და ლიდერობა შეინარჩუნა - სამივე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში ქართული სამეული აპოელ-ს სტუმრად „კარმიოტისასთან“ მატჩის მოგებაში (2:1) დაეხმარა, რომლითაც გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატში პირველი ადგილის შენარჩუნება მოახერხა.

ნიქოზიელები შეხვედრამდეც ლიდერები იყვნენ, მაგრამ კონკურენტებს – „პაფოსსა“ და ლარნაკას აეკ-ს 2 ქულით უსწრებდნენ. გამარჯვებულთაგან გოლები დონისმა და მარიოს ილიემ გაიტანეს.

აპოელ-ში სამივე ქართველმა ითამაშა. ბუბა დაუშვილი ძირითად შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და სრულად ითამაშა. გიორგი ქვილითაია გუნდის კაპიტანი იყო, ის 78-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლაშა დვალი მოედანზე მატჩის მიწურულს, 89-ე წუთზე გამოჩნდა.

19 ტურის შემდეგ აპოელ-მა 43 ქულა დააგროვა, გათამაშებას ლიდერობს და კონკურენტებს, „პაფოსსა“ და ლარნაკას აეკ-ს (მას ერთი თამაშით ნაკლები აქვს) 2-2 ქულით ასწრებს.