დასავლური მედია უკრაინის არმიის მხრიდან ფრანგული და გერმანული ჯავშანტექნიკის დანაკარგებზე წერს
დასავლური მედია უკრაინის არმიის მხრიდან ფრანგული და გერმანული ჯავშანტექნიკის დანაკარგებზე წერს. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების 37-ე ბრიგადამ, დასავლურ ტექნოლოგიაში გაწვრთნილი ეკიპაჟებით, დიდი დანაკარგი განიცადა რუსეთს არმიის თავდაცვის გარღვევის დროს.
გავრცელებული ცნობით, შეტევის პირველი საათ-ნახევრის განმავლობაში რუსებმა დაბომბეს 37-ე ბრიგადის ქვედანაყოფები უწყვეტი საარტილერიო ცეცხლით, რომლის დროსაც ფრანგული AMX-10 RC ტიპის ჯავშანტექნიკა განადგურდა.
უკრაინელი სამხედროები „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში აცხადებენ, რომ 37-ე ბრიგადის იერიშები საბოლოოდ დაეხმარა სხვა უკრაინულ ბრიგადებს დონეცკის ოლქის ოთხი სოფლის გათავისუფლებაში.
პარალელურად, გერმანული „ტაგესშპიგელი“ წერს, რომ რუსეთის არმიის თავდასხმის შემდეგ უკრაინის არმიის 47-ე მექანიზებულმა ბრიგადამ ზაპოროჟიეს რეგიონის სოფელ მალა ტოკმაჩკასთან დასავლური სამხედრო მანქანები, მათ შორის გერმანული „ლეოპარდ 2A6“-ის ტიპის ტანკები დაკარგა.