დასავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 მაისს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურამ კი, დღის საათებში დაბლობ რაიონებში შესაძლოა, 34-39, სანაპირო რაიონებში 30-35, მთაში 31-36, მაღალ მთაში კი, 27-32 გრადუსამდე მოიმატოს.
ამასთან, 19-20 მაისს დროგამოშვებით იწვიმებს და შედარებით აგრილდება, ტემპერატურა 10-12 გრადუსით დაიკლებს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 18-19 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ, 20 მაისს კი, უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლოა, სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა ბარში 18-19 მაისს 30-35, ხოლო 20 მაისს 23-28 გრადუსია ნავარაუდევი.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს 30-32, ხოლო 20 მაისს 25-27 გრადუსი იქნება.