დარია კალენიუკი - საქართველოს ოკუპაციაზე დასავლეთის რეაგირების სისუსტემ წაახალისა რუსეთი, რომ მას გაეგრძელებინა თავისი სისასტიკე
დარია კალენიუკი - საქართველოს ოკუპაციაზე დასავლეთის რეაგირების სისუსტემ წაახალისა რუსეთი, რომ მას გაეგრძელებინა თავისი სისასტიკე

ის, რაც დაემართა საქართველოს 2008 წელს, იყო რეპეტიცია იმისა, რაც ახლა ხდება უკრაინაში, საქართველოს ოკუპაციაზე დასავლეთის რეაგირების სისუსტემ წაახალისა რუსეთი, რომ მას გაეგრძელებინა თავისი სისასტიკე, – ამის შესახებ უკრაინის ანტი-კორუფციული კოალიციის (Ukraine Anti-Corruption Coalition) წარმომადგენელმა დარია კალენიუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, მადლობელია ყველა ქართველის, ვინც იბრძვის უკრაინაში. ამასთან, დარია კალენიუკი ამბობს, რომ უკრაინაში ომი არის ომი თავისუფლებისთვის.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფებია აქ, ოკუპაციის ხაზთან, რადგან ის, რაც დაემართა საქართველოს 2008 წელს, იყო რეპეტიცია იმისა, რაც ახლა ხდება უკრაინაში. საქართველოს ოკუპაციაზე დასავლეთის რეაგირების სისუსტემ წაახალისა რუსეთი, რომ მას გაეგრძელებინა თავისი სისასტიკე, დანაშაულები და ახლა ისინი გენოციდს სჩადიან უკრაინაში. უზარმაზარი ტერიტორიები უკრაინაში ოკუპირებულია და მილიონობით ადამიანი ცხოვრობს შიშში. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვთქვა, უკრაინაში უკრაინელი ხალხი დარწმუნებულია ამ ომში გამარჯვებაში. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ ყველა იმ ქართველის, ვინც ახლა იბრძვის უკრაინაში. ეს არის მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობთ და ჩვენ ვგრძნობთ, თქვენ გესმით, რომ ომი უკრაინაში თქვენი ომიც არის და ეს არის ომი თავისუფლებისთვის. მე ასევე ვარ ანტიკორუფციული აქტივისტი და მინდა ხაზი, გავუსვა, რომ სისხლიანი ფული რუსეთიდან მომწამვლელია. ისინი ყიდულობენ გავლენას, ყიდულობენ პოლიტიკოსებს საერთაშორისო დონეზე და დასავლეთში. შედეგად, დასავლეთი ხდება ძალიან ლოიალური რუსეთის მიმართ და დიქრობს, რომ შესაძლებელია, რუსეთთან ბიზნესის კეთება, როგორც ჩვეულებრივ. ჩვენ არ გვჯერა ამის. მიგვაჩნია, რომ რუსეთი არის ტერორისტი სახელმწიფო და უნდა იყოს აღიარებული როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო თავისი ქმედებებისთვის ჩეჩნეთში, საქართველოში, მოლდოვასა და ახლა უკრაინაში“, – განაცხადა დარია კალენიუკმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, სადაც თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას“ მონაწილეები იმყოფებოდნენ.