დარასელიას თასი აგვისტოში გათამაშდება - ტურნირს „ზესტაფონისა“ და „ლოკომოტივის“ ბაზები უმასპინძლებენ #1TVSPORT
ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშებას თბილისი აგვისტოში უმასპინძლებს – ინფორმაციას „დინამო თბილისის“ პრესსამსახური ავრცელებს:
„23-დან 28 აგვისტოს ჩათვლით თბილისი ვიტალი დარასელიას თასის 2024 წლის გათამაშებას უმასპინძლებს. წლევანდელ ტურნირში 16-წლამდე ფეხბურთელთა ექვსი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
დარასელიას თასის არსებობის განმავლობაში პირველად, ყველა მატჩი ბუნებრივსაფრიან მოედნებზე ჩატარდება. საერთაშორისო ტურნირის თამაშები ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრსა და „ლოკომოტივის“ საგურამოს ბაზაზე ჩატარდება“.
ლეგენდარული ვიტალი დარასელიას თასის ბოლო გათამაშება 2023 წელს ჩატარდა და „დინამო თბილისის“ გამარჯვებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ წელს პირველად „დინამო თბილისმა“ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის საორგანიზაციო, სასპონსორო და მედია უფლებები მომდევნო სამი წლის განმავლობაში Sports Orient-ს გადასცა.
ტურნირში საქართველოს ნაკრების ბევრ ფეხბურთელს აქვს მონაეილეობა მიღებული – გიორგი ჩაკვეტაძეს, გიორგი მამარდაშვილს, ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილს, ლუკა გაგნიძეს, ანზორ მექვაბიშვილს.