დანილო დელა ვალე - არჩევნებში, ოფიციალური შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ 54 პროცენტი მიიღო, ეუთო-ს ანგარიშში არ დადასტურებულა ბრალდებები მასშტაბურ თაღლითობასთან დაკავშირებით, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს
დანილო დელა ვალე - არჩევნებში, ოფიციალური შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ 54 პროცენტი მიიღო, ეუთო-ს ანგარიშში არ დადასტურებულა ბრალდებები მასშტაბურ თაღლითობასთან დაკავშირებით, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს

საქართველოში არჩევნები ოქტომბერში ჩატარდა. ოფიციალური შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ 54 პროცენტი მიიღო, ეუთო-ს ანგარიშში არ დადასტურებულა ბრალდებები მასშტაბურ თაღლითობასთან დაკავშირებით, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოში არჩევნები ოქტომბერში ჩატარდა. ოფიციალური შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ 54 პროცენტი მიიღო და გამარჯვება მოიპოვა. პრეზიდენტმა არ ცნო შედეგები, თუმცა ეუთო-მ გამოაქვეყნა ანგარიში. ამ ანგარიშში არ დადასტურებულა ბრალდებები მასშტაბურ თაღლითობასთან დაკავშირებით, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს. თუმცა ახლა საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვით ვემუქრებით მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში უმრავლესობას არჩევნებში გამარჯვებული არ მოსწონს. ამავე დროს, მოლდოვაში არჩევნები ჩატარდა, სადაც დასავლეთის მეგობრებმა გაიმარჯვეს. ორივე მხარე ერთმანეთს თაღლითობაში ადანაშაულებს, თუმცა ეს არჩევნები გამოცხადდა დემოკრატიის უდიდეს გამარჯვებად. როგორც ჩანს, ორმაგი სტანდარტები და ფარისევლობა ევროკავშირის სანდოობას ძირს უთხრის“, – განაცხადა დანილო დელა ვალემ.