დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვინარჩუნებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვინარჩუნებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

ვინარჩუნებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა ეუთო-ს მინისტერიალზე განაცხადა.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, როგორც კონფლიქტის მხარემ“, – განაცხადა კოფოდმა.

მინისტრმა უკრაინის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ძალების მობილიზება დაძაბულობას ზრდის.

მისი თქმით, დანია მტკიცედ უჭერს მხარს მინსკის შეთანხმებების სრულ შესრულებას და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას.