დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვინარჩუნებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

16:16, 02.12.2021

ვინარჩუნებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა ეუთო-ს მინისტერიალზე განაცხადა.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, როგორც კონფლიქტის მხარემ“, – განაცხადა კოფოდმა.

მინისტრმა უკრაინის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ძალების მობილიზება დაძაბულობას ზრდის.

მისი თქმით, დანია მტკიცედ უჭერს მხარს მინსკის შეთანხმებების სრულ შესრულებას და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას.

მსგავსი