დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს ვუჭერთ ხალხის მოწოდებას დემოკრატიისკენ და მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაიწვიონ კანონი
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი სოციალური ქსელით ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
„ქართული „უცხოური აგენტების კანონი“ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ახლა ის მიიღეს საქართველოს ნამდვილი პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხის მოწოდებას დემოკრატიისკენ და მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაიწვიონ კანონი და დაიცვან ევროკავშირის გზისადმი ვალდებულებები“, – ნათქვამია ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებაში.