დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – მხარს ვუჭერთ ხალხის მოწოდებას დემოკრატიისკენ და მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაიწვიონ კანონი
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი სოციალური ქსელით ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
„ქართული „უცხოური აგენტების კანონი“ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ახლა ის მიიღეს საქართველოს ნამდვილი პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხის მოწოდებას დემოკრატიისკენ და მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაიწვიონ კანონი და დაიცვან ევროკავშირის გზისადმი ვალდებულებები“, – ნათქვამია ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებაში.
FM @larsloekke: “The Georgian ‘foreign agent law’ is against European values. It has now been adopted against advice from 🇬🇪 true partners. We support the people’s call for democracy & strongly appeal to the 🇬🇪 government to withdraw the law and uphold commitment to EU path.”
— Denmark MFA 🇩🇰 (@DanishMFA) May 14, 2024