დანიის პრემიერმა საფრანგეთის პრეზიდენტს კოპენჰაგენი ველოსიპედით დაათვალიერებინა [ვიდეო]

დანიის პრემიერ მინისტრმა ლარს ლოკკე რასმუსენმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს კოპენჰაგენი ველოსიპედით დაათვალიერებინა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი დანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

„დღეს არ იქნება დაბურულმინებიანი მანქანები, როდესაც პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს კოპენჰაგენს ათვალიერებინებს“, – განაცხადა დანიის პრემიერმა.