ემანუელ მაკრონი – ალენ დელონმა შეასრულა ლეგენდარული როლები და მთელ მსოფლიოს ოცნებისკენ უბიძგა, ის მეტი იყო, ვიდრე ვარსკვლავი
Emmanuel Macron, le Président de la République reçoit Mme Roberta Metsola, présidente du Parlement européen, le mardi 31 octobre au Palais de lElysée, dans le cadre de sa visite en France. Palais de l'Élysée, 55 Rue du Faubourg Saint-Honoré, 75008 Paris Le 31/10/2023 Photo : Delphine Goldsztejn
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანგული კინოს ლეგენდის, ალენ დელონის გარდაცვალებას ეხმაურება.
როგორც მაკრონი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ალენ დელონი იყო მეტი, ვიდრე ვარსკვლავი.
„ბატონი კლაინი თუ როკო, ლეოპარდი თუ სამურაი, ალენ დელონმა შეასრულა ლეგენდარული როლები და მთელ მსოფლიოს ოცნებისკენ უბიძგა. მისმა დაუვიწყარმა სახემ ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მელანქოლიური, პოპულარული, იდუმალი, ის მეტი იყო, ვიდრე ვარსკვლავი: ის ფრანგული მონუმენტი იყო“, – წერს ემანუელ მაკრონი.
ცნობილი მსახიობი 88 წლის ასაკში საკუთარ სახლში, დასახლება დუშიში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.
Monsieur Klein ou Rocco, le Guépard ou le Samouraï, Alain Delon a incarné des rôles légendaires, et fait rêver le monde. Prêtant son visage inoubliable pour bouleverser nos vies.
Mélancolique, populaire, secret, il était plus qu’une star : un monument français. pic.twitter.com/1JTqPfVo5n
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) August 18, 2024