დანიის პრემიერი - რაც არ უნდა მოხდეს აშშ-ში, ევროპას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა, ჩვენი თავდაცვისთვის აუცილებელია, დავიცვათ უკრაინა
დანიის პრემიერი - რაც არ უნდა მოხდეს აშშ-ში, ევროპას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა, ჩვენი თავდაცვისთვის აუცილებელია, დავიცვათ უკრაინა

რაც არ უნდა მოხდეს აშშ-ში, ევროპას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა, ჩვენი თავდაცვისთვის აუცილებელია, დავიცვათ უკრაინა, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა.

დანიის პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

„ყველგან, სადაც რუსეთი რამე როლს თამაშობს, ის ნეგატიურ როლს ასრულებს, ამრევის როლს და მათ არ სურთ მშვიდობა. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ, რადგანაც თუ მათ მშვიდობა არ სურთ და ახლა რუსეთი ომის ეკონომიკაზე გადადის, მაშინ ჩვენც უნდა დავაჩქაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო ინდუსტრია. რაც არ უნდა მოხდეს აშშ-ში, ევროპას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა და ჩვენი თავდაცვისთვის აუცილებელია, დავიცვათ უკრაინა, რადგანაც უკრაინა ევროპას ეკუთვნის“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.