დანიის პარლამენტის თავმჯდომარე - ისრაელზე გაუმართლებელი თავდასხმა დაგმო დანიის მთავრობამ, რასაც სრულად ვუჭერ მხარს, ცხადია, ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება
ისრაელზე გაუმართლებელი თავდასხმა დაგმო დანიის მთავრობამ, რასაც სრულად ვუჭერ მხარს, – ამის შესახებ დანიის პარლამენტის თავმჯდომარემ, სორენ გადემ კოპენჰაგენში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება.
„მინდა, გამოვეხმაურო მასშტაბურ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელზე, რა დროსაც 700-მდე ისრაელელი დაიღუპა, უფრო მეტი დაიჭრა. ადამიანებმა დაკარგეს ახლობლები; უდანაშაულო ადამიანები, შვილები, მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ისრაელიდან გაიტაცეს და ახლა მძევლად ჰყავთ ტერორისტებს ღაზის სექტორში. ჩემი ფიქრებით ვარ მსხვერპლთა ოჯახებთან. ისრაელზე გაუმართლებელი და მიუღებელი თავდასხმა დაგმო დანიის მთავრობამ. სრულად ვუჭერ ამას მხარს. როგორც ისრაელელმა გენერალმა განაცხადა, მსხვერპლთა რაოდენობით, ეს თავდასხმა უფრო მასშტაბურია, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტები და პერლ ჰარბორის თავდასხმა. ცხადია, ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება“, – განაცხადა სიორენ გადემ.