დანიის ნაკრებში ნიკლას ბენდტნერი გამოიძახეს

დანიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა მომავალი მუნდიალისთვის უკვე ცნობილია. სიაშია „არსენალის“ ყოფილი ფორვარდი, ვეტერანი ნიკლას ბენდტნერი, რომელიც ამჟამად „რუსენბორგში“ თამაშობს.

დანიელთა შემადგენლობაში ყველაზე მეტი – ცხრა ფეხბურთელი ინგლისის ჩემპიონატიდანაა:
მეკარეები – კასპერ შმაიხელი (ლესტერი, ინგლისი), ფრედერიკ რონოვი (ბრონდბიუ), იონას ლოსლი (ჰადერსფილდი, ინგლისი), იესპერ ჰანსენი (მიდტიულანდი);
მცველები – სიმონ კიაერი (სევილია, ესპანეთი), ანდრეას ბიელანდი (ბრენტფორდი, ინგლისი), მატიას იორგენსენი (ჰადერსფილდი, ინგლისი), ანდრეას კრისტენსენი (ჩელსი, ინგლისი), ჰკენრიკ დალსგაარდი (ბრენტფორდი, ინგლისი), იანიკ ვესტერგაარდი (გლადბახი, გერმანია), იენს ლარსენი (უდინეზე, იტალია), იონას კნუდსენი (იფსვიჩი, ინგლისი), ნიკოლაი ბოილესენი, პეტერ ანკერსენი (ორივე – კოპენჰაგენი), რიზა დურმისი (ბეტისი, ესპანეთი).
ნახევარმცველები – კრისტიან ერიქსენი (ტოტენჰემი, ინგლისი), დანიელ ვასი (სელტა, ესპანეთი), ლასე შიონი (აიაქსი, ჰოლანდია), ლუკას ლერაგერი (ბორდო, საფრანგეთი), მატიას იენსენი (ნორდსიელანდი), მიკაელ კრონ-დელი (დეპორტივო, ესპანეთი), მაიკ იენსენი (რუსენბორგი, ნორვეგია), პიერ-ემილ ჰოიბერგი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ტომას დელენეი (ვერდერი, გერმანია), ვილიამ კვისტი (კოპენჰაგენი);
ფორვარდები – ანდრეას კორნელიუსი (ატალანტა, იტალია), კასპერ დოლბერგი (აიაქსი, ჰოლანდია), კენეტ ზოჰორე (კარდიფი, უელსი), მარტინ ბრეიტუეიტი (ბორდო, საფრანგეთი), ნიკლას ბენდტნერი (რუსენბორგი, ნორვეგია), ნიკოლაი იორგენსენი (ფეიენოორდი, ჰოლანდია), პიონე სისტო (სელტა, ესპანეთი), რობერტ სკოვი, ვიქტორ ფიშერი (ორივე – კოპენჰაგენი), იუსუფ პოულსენი (ლაიპციგი, გერმანია).