საუკეთესო მატჩი ყაზახეთის ნაკრების ისტორიაში - საქართველოს მეტოქემ დანია დაამარცხა #1TVSPORT  
საუკეთესო მატჩი ყაზახეთის ნაკრების ისტორიაში - საქართველოს მეტოქემ დანია დაამარცხა #1TVSPORT  

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქემ, ყაზახეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში დანიის ნაკრებს უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში  3:2 დაამარცხა.

ინიციატივას პირველივე წუთებიდან სტუმრები ფლობდნენ და შესვენებამდე ორი გოლის გატანა მოახერხეს. დუბლი რასმუს ჰეილუნმა შეასრულა, როცა მასპინძელთა მცველებმა არეულობაში ბურთი ვერ გაიტანეს საკუთარი საჯარიმოდან. ყაზახებმა რამდენიმე ნახევარმომენტი შექმნეს, მაგრამ კასპერ შმეიხელს სერიოზული საფრთხე არ დაემუქრა.

მეორე ტაიმში მაგომედ ადიევის გუნდი კარში დარტყმას ცდილობდა, როგორც კი ამის შესაძლებლობა უჩნდებოდა. ბაკტიარ ზაინუტდინოვმა სხვაობა შეამცირა, ასხატ ტაგიბერგენმა შორიდან დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი აბატ აიმბეტოვმა გუნდს ისტორიული გამარჯვება მოუტანა – 3:2.

17 ივნისს ყაზახეთის ნაკრები სან მარინოს შეხვდება.

ყაზახეთი – დანია 3:2 (0:2)

გოლები: 0:1 ჰეილუნი (21), 0:2 ჰეილუნი (36), 1:2 ზაინუტდინოვი (73 პენალტით), 2:2 ტაგიბერგენი (86), 2:3 აიმბეტოვი (89)

ყაზახეთი: შატსკი, გაბიშევი, მალი, მაროჩკინი, ალიპი, ვოროგოვსკი, ორაზოვი, ტაგიბერგენი, ბეისებეკოვი, ზაინუტდინოვი, სამოროდოვი.

დანია: შმეიხელი, მელე, ნელსონი, კიერი, ბახი, იენსენი, ნოიგორი, ჰიბიერგი, ვინი, ჰეილუნი, დამსგარდი.

გაძევება: აიმბეტოვი 90+5.