დანიელ ჰაგარი - ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაარღვიეს „ჰამასის“ თავდაცვითი ხაზი ჩრდილოეთ ღაზაში და ბრძოლას აფართოებენ, მოკლულია დაჯგუფების ტანკსაწინააღმდეგო ძალების მეთაური
ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაარღვიეს „ჰამასის“ თავდაცვითი ხაზი ჩრდილოეთ ღაზაში და ბრძოლას აფართოებენ, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა.
მისი თქმით, პროგრესი მიღწეულია ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან კოორდინირებული დარტყმებით.
როგორც ჰაგარმა განაცხადა, ასევე მოკლულია „ჰამასის“ ტანკსაწინააღმდეგო ძალების მეთაური, რაც მომავალში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ისრაელის სამხედროების საბრძოლო უნარზე.