დანიელ ჰაგარი - ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან, განაახლონ საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორში, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „ჰამასთან“ კიდევ ერთი დღით არ გახანგრძლივდება
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განაცხადებით, სამხედროები მზად არიან, განაახლონ საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორში, თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „ჰამასთან“ კიდევ ერთი დღით არ გახანგრძლივდება.
„ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან, განაახლონ ბრძოლა. ჩვენ მზად ვართ შეტევისთვის ნებისმიერ დროს, ამაღამაც. ახლა ჩვენ ვპროგრესირებთ და ველოდებით დამატებითი მძევლების გათავისუფლებას, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში“, – აღნიშნავს ჰაგარი.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი განმარტავს, რომ შუამავლები – კატარი და ეგვიპტე ვალდებული არიან, შეასრულონ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები, რათა ცეცხლის შეწყვეტა გახანგრძლივდეს.