დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ირანიდან გაშვებული ათობით უპილოტო საფრენი აპარატის ისრაელამდე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი ადასტურებს, რომ ირანიდან გაშვებულია ათობით უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც ისრაელისკენ მიემართება.
ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალები დრონებს თვალყურს ადევნებენ და აღნიშნა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ისრაელამდე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი თქმით, რაიმე დამატებითი დეტალის შესახებ თუ გახდება ცნობილი, ისრაელის თავდაცვის ძალები აცნობებენ მოსახლეობას.
შეგახსენებთ, რომ ირანის მხრიდან თავდასხმის საფრთხის ფონზე, დღეს ისრაელმა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა აკრძალა და სხვადასხვა სახის შეკრებებზე შეზღუდვები დააწესა.