დანია უკრაინას 833 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს გადასცემს
დანია უკრაინას 833 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს გადასცემს. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც მედია წერს, აღნიშნული პაკეტი იქნება დანიის მეთორმეტე და ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი უკრაინისთვის.
დანიური მხარის განმარტებით, სამომავლოდ კოპენჰაგენი გეგმავს სხვა მოკავშირეებთან ერთად უკრაინის ამჟამინდელი საჭიროებების შესაბამისად შესყიდვებზე ფოკუსირებას.
დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროლს ლუნდ პულსენმა არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყნებთან თანამშრომლობით იგეგმება შესყიდვები.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ ზოგიერთთან, ვინც ასევე დაინტერესებულია უკრაინის მხარდაჭერით და ეს ყველაფერი რამშტაინის ფორმატში ხდება, რომლის შეხვედრაც მომავალ კვირას იგეგმება“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.
ამასთან, დახმარების მეთორმეტე პაკეტთან დაკავშირებით დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლიოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ ეს პაკეტი დანიის მიერ უკრაინის დახმარების კუთხით ახალ ფაზას ხსნის.